The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე გველესიანი

ალექსანდრე გველესიანი
Date of birth:5 September, 1857
Date of death:1920  (at 62 years)
Category:Military Person

Biography

დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი

1875 წლიდან  იყო  სამხედრო სამსახურში; 1877-1878წწ. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში; 1878 წელს ჩაირიცხა ერევნის ლაიბ-გრენადერთა მე-13 პოლკში; 1894 წლიდან იყო ზაქათალის ოკრუგის კახის რაიონის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 1898 წლიდან - ზაქათალის ოკრუგის უფროსის უმცროსი თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, 1902 წლიდან ზაქათალის ოკრუგის უფროსის უფროსი თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი; 1905 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1909 წელს - პოლკოვნიკის წოდება; 1906-1915წწ. მსახურობდა ანდის ოკრუგის უფროსად; 1915-1917წწ. I მსოფლიო ომის დროს, იყო კავკასიის არმიის სამხედრო კომუნიკაციების სამმართველოს საეტაპო-სატრანსპორტო განყოფილების უფროსი; 1917 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება; 1918 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში; მიღებული ჰქონდა იმპერატორის მადლობა საომარი მოქმედებების დროს წარჩინებული სამსახურისთვის (1916). სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1917).

წყარო: რუსეთის არმია პირველ მსოფლიო ომში: grwar.rupskovgrad.ru; მემატიანე.ჯი : შექმენი საკუთარი ისტორია: events.mematiane.ge

Awards and Honors

  • 1914 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1913 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1912 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1906 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

Share: