The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგლიჩიძე

გიორგი გოგლიჩიძე
დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა კავკასიის ბიზნეს აკადემიაში, ბიზნესის მართვის მიმართულებით 1997 წელს. მიიღო მაგისტრის ხარისხი. 2000-2005წწ. სწავლობდა გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემიის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის მიმართულებით.

1995-1999წწ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, ფრაქცია "ლეიბორისტის" აპარატის სპეციალისტად; 1999-2006წწ. იყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის საორგანიზაციო მდივნის მოადგილე; 2006-2010წწ. იყო ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი; 2006-2008წწ. მუშაობდა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის იმერეთის რეგიონის კოორდინატორად; 2008 წელს იყო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ზესტაფოინის მაჟორიტარობის კანდიდატი; 2015-2017წწ. იყო შპს "3გ"-ის დირექტორი; 2017 წელს მონაწილეობდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. 2019 წელს გაიმარჯვა ზესტაფონის მერის არჩევნებში. მოიპოვა 12 876 ხმა (50,75%).


გააზიარე: