შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ჩხეიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ელექტროფიკაციისა და მექანიზაციის ფაკულტეტი 1976 წელს; ასპირანტურა 1983 წელს. 1977-1978წწ. იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში; 1979-1983წწ. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში სპეციალობის მიხედვით; 1986-1990წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის ელექტროფიკაციისა და მექანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ეწეოდა სამეცნიერო-კვლევითი და საქმიანობა; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის ისნის ვარკეთილის №17 საარჩევნო ოლქიდან. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 376 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |