შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როსტომ ჩეკურიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ველისციხე, გურჯაანის რაიონი. 1942 წელს სწავლა დაიწყო თბილისის სარკინიგზო საინჟინრო ინსტიტუტში ხიდების და გვირაბების ფაკულტეტზე, საიდანაც 1943 წლის მარტიდან მოხალისედ წავიდა ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1947 წელს გაიარა ამიერკავკასიის აეროგეოდეზიური წარმოების კურსები. 1948 წელს გაიგზავნა ქ. მოსკოვის გეოდეზიის, აეროფოტოგადაღებისა და კარტოგრაფიის საინჟინრო ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში პედაგოგად; 1965 წლიდან იმავე ტექნიკუმის დირექტორია, ხოლო 1968 წლიდან სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს ამიერკავკასიის N4 საწარმოოს უფროსად. ამ დაწესებულებაში მისი ხელმძღვანელობით იბეჭდებოდა კავკასიის, შუა აზიის რესპუბლიკების, კამჩატკის, არაშავმიწა ნიადაგების 7 ოლქის ტოპოგრაფიული რუკების სერიები. მისი ინიციატივით და წინადადებით ყოფილ სსრკ სივრცეში საწარმოსთან პირველად შეიქმნა ქალაქების გეოდეზიური სამსახურები, რომლებიც დიდ დახმარებას უწევდნენ სადირექტივო ორგანოებს ქალაქების დაგეგმარებასა და განაშენიანებაში, მიწისქვეშა კომუნიკაციების ორგანიზციაში და სხვ. მისივე ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად დაიწყო შავი ზღვისა და სევანის ტბის შელფების აგეგმვა. 1963 წლიდან მუშაობდა აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე უფროს მასწავლებლად, ხოლო 1980 წლიდან მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გეოდეზიის კათედრის დოცენტად; 1985 წლიდან იმავე კათედრის გამგე და პროფესორია; 1982 წლიდან სამუშაოდ გადმოდის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კარტოგრაფიისა და აეროკოსმოსური მეთოდების განყოფილების გამგედ; 1989 წელს გადაყვანილ იქნა არქეოლოგიის კვლევის ცენტრში წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად აეროკოსმოსური მეთოდების დასანერგად არქეოლოგიური ძეგლების აღმოჩენისათვის; 1997 წლიდან გადავიდა ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშაიდერის კათედრის პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებლისათვის რამდენიმე სახელმძღვანელო. პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სტერეოფოტოგრამმეტრია" (წიგნის მიხედვით), დაიცვა 1971 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.277 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |