შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ჩიკვაიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდრომშენებლის სპეციალობით 1951 წელს; 1952-1955წწ. სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1964 წლიდან მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში მელიორაციული ჰიდროლოგიის ლაბორატორიის გამგედ; 1979 წელს მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება. გამოქვეყნებული აქვს 57 სამეცნიერო ნაშრომი. არის 6 კრებულის რედაქტორი. მისი ხელმძღვანელობით მელიორირებულ ტერიტორიებსა და ლანდშაფტებზე კომპლექსური სამეცნერიო-კვლევითი ექსპერიმენტალური სამუშაოების ორგანიზაციისა და ჩატარების საფუძველზე შესწავლილ იქნა აერაციის ზონის წყალბალანსური კანონზომიერებანი, ნაკლებტენიანი და ჭარბტენიანი მიწებიდან აორთქლების საკითხები, მდინარეთა ირიგაციული შესაძლებლობანი, ტერიტორიული ზონებისა და მდინარეთა წყალშემკრები აუზების მიხედვით წყალმოთხოვნილებისა და წყალუზრუნველყოფის, წყლის დეფიციტის და რეგულირების საკითხები და სხვ. 1965 წელს, როგორც გაეროს ტექნიკური ექსპერტი, კითხულობდა ლექციებს აფრიკის ფრანგულენოვანი ქვეყნების ტექნიკოს-ჰიდროლოგთა საერთაშორისო რეგიონალურ კურსებზე (კ. ბამაკო, მალი); 1967-1968წწ. გაეროს ტექნიკური ექსპერტი იყო კამბოჯაში, ქვეყნის ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროექტში; 1976-1977წწ. ორმხრივი კონტრაქტით მუშაობდა სირიაში, სადაც ხელმძღვანელობდა კატინეს წყალსაცავის (ჰომსის ტბის) ჰიდრომეტეოროლოგიურ შესწავლას წყლის მრავალწლიური ბალანსის დადგენით და სირიის 4 დასავლეთი რაიონის ჰიდროლოგიურ კვლევებს. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მელიორაციული ჰიდროლოგიის ლაბორატორიის გამგე, რესპუბლიკის დამსახურებული მელიორატორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: 1969 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1969), სსრკ ჰიდრომეტსამსახურის წარჩინებული წოდება (1969). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყუბანის ზემო წელის მდინარეთა ჩამონადენის შესწავლა მთის ხეობების მორწყვის მიზნით", დაიცვა 1963 (ქ. ლენინგრადი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.278-279 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |