The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი კობაძე

აკაკი კობაძე
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1976 წელს და ასპირანტურა 1982 წელს.

1976 წლიდან ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1976-1980წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი; 1980-1982წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1983-1989წწ. საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხალხთა მეგობრობის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოცენტი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი-"მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 208

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, მდივანი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს რელიგიის საქმეთა კომისია, წევრი (1999-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისია, მდივანი (1990-1991)

გააზიარე: