The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მოსე კობახიძე

მოსე კობახიძე
დაბადების თარიღი:22 ივლისი, 1949
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 2002  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1999წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის სისტემაში: 1972-1975წწ. გამომძიებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის განყოფილება; 1975-1976წწ. უფროსი გამომძიებელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურის განყოფილება; 1976-1980წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის თანაშემწე; 1980-1985წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის განყოფილების უფროსი; 1985-1987წწ. პროკურორი, ხელვაჩაურის რაიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; 1987-1991წწ. ბათუმის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი (1991); 1991-1997წწ. საქართველოს შსს-ს საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე, დეპარტანენტის თავმჯდომარის 1-ლი მოადგილე; 1997-1999წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსის პირველი მოადგილე; 1999 წელს კადრების განკარგულება, შინაგან საქმეთა სამინისტრო; 1999-2002წწ. საქართველოს  მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N56 ჭიათურის საარჩევნო ოლქი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 209; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.294

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2001-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (1999-2001)
  • საქართველოს რესპუბლიკის მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", წევრი (1999-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობის, თავდადებისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის
  • 1995 - ღირსების ორდენი

გააზიარე: