Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ჩხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი გოდოგანი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით 1957 წელს; 1966-1969წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მაძიებელი გეომორფოლოგია-პალეოგეოგრაფიის სპეციალობით. 1957-1971წწ. ქუთაისის 24-ე საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი; 1960-1970წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის მეტეოსადგურის დამკვირებელი-უფროსი; 1970-1985წწ. გეოგრაფიის კათედრის მასწავლებელი; 1986-2006წწ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის დოცენტი; 1992-2006წწ. გეოგრაფიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან გეოგრაფიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. მის სადისერტაციო ნაშრომში გაანალიზებულია ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობისა და მიმდებარე კოლხეთის დაბლობის რელიეფი (გეომორფოლოგიური კომპლექსები) მისი პლასტიკის, გენეზისის, დინამიკისა და განვითარების (ჩამოყალიბების) ისტორიის თვალსაზრისით. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად იკვლევს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობისა და მიმდებარე კოლხეთის დაბლობის გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სრული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი რეგიონის რელიეფის პლასტიკა და დინამიკა ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მაგალითზე (რიონ-ცხენისწყლის მდინარეთაშუეთი)", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.282-283; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |