შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიშა გულბანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იფარი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. 1950–1965წწ. ალპინიზმსა და მთამსვლელობაში, მან აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა; საკავშორო პირველობების გამარჯვებული და პრიზიორი. მისი ხელმძღვანელობით სარეკორდო დროში არის განხორციელებული რამდენიმე ურთულესი მარშრუტი. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, მისი მეთვალყურეობით არაერთი ცნობილი მთამსვლელი აღიზარდა; ის იყო ერთადერთი ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის წევრებს ტრავმაც კი არასოდეს მიუღიათ; მისი მიღწევებია: 1951 წელს უშბის ორივე მწვერვალზე სარეკორდო ასვლა. იმავე წელს აილამას ცენტრალური ბასტიონის დაბპყრობა; 1954 წელს საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში პამირის მთიანეთში ორი 7000-იანი მწვერვალის დაბპყრობა, ნაკრების სახელით უდიდესი მნიშვნელობის მსვლელობა - ენგელსის პიკის დალაშქვრა; 1956 წელს მწვერვალ ჯანღასა და აილამას ცენტრალურ ბასტიონზე სარეკორდო ასვლა; 1958 წელს სარეკორდო მარშრუტი, ფასის მთიდან–თეთნულდამდე 14 მწვერვალის გავლა; 1974 წელს კავკასიონის ქედზე თხილამურებით ტრავერსი; ლენტეხიდან შოვისა და მამისონის გავლით ნალჩიკ-ვლადიკავკაზში ავიდნენ, იქიდან კი ყაზბეგში გადავიდნენ; 1952 წელს კავკასიონის ქედის დიდი ტრავერსისთვის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა, 1964 წელს კი საბჭოთა კავშირის ვერცხლის მედალი. ქუჩას თბილისის ერთერთ უბანში, სადაც სიცოცსხლის ბოლო წლებში გრიგოლ გულბანი ცხოვრობდა, გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ეწოდა. ალპინისტი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.160; grigolgulbani.wordpress.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |