შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთა თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა გოგი სუდრაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლა 1998 წელს, მუსიკალური სასწავლებელი ვოკალის მასწავლებლის სპეციალობით 2003 წელს. მუსიკასთან ბავშვობიდანვე ჰქონდა ურთიერთობა; 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ შეწყვიტა სწავლა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ "ა-სტუდიოსაგან" იმის თაობაზე, რომ შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი. მოწვევაზე დათანხმების შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. 2005 წელს წარადგინეს "ა-სტუდიოს" ახალ ვოკალისტად, რითაც ამჟამადაცაა დაკავებული. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ "ა-სტუდიოს" ვოკალისტი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |