The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჩხუბიანიშვილი

გიორგი ჩხუბიანიშვილი
დაბადების თარიღი:12 იანვარი, 1903
გარდაცვ. თარიღი:21 სექტემბერი, 1980  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით 1928 წელს.

1928-1931წწ. მუშაობდა კახეთის საცდელ სადგურში (ურიათუბანი) მეტეოროლოგ-ფენოლოგის თანამდებობაზე; 1932-1937წწ. - მეტეოროლოგიის განყოფილების გამგედ; 1937 წლიდან ქ. თელავში საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში იყო აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგე. 1937 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1954-1976წწ. მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ძირითადად ეხება კახეთისა და ქართლის ვაზის ჯიშების ზრდა-განვითარების აგროკლიმატური პირობების შესწავლას, მორწყვის ვადებისა და ნორმების შესწავლას. სსრკ მიღწევათა გამოფენის ოთხგზის მონაწილეა (1954, 1965, 1967, 1968), მიღებული აქვს ოქროს მედალი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.283

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: