Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ცაგარელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის მასწავლებლის კვალიფიკაციით 1970 წელს; 1970-1973წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილებაში. 1973-1977წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1977 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე; 1988-1992წწ. ამავე კათედრის გამგე იყო; 1993-1996წწ. მსახურობდა აშშ-ში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლად; 1997 წლიდან ხელმძღვანელობს ევრო-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრს. არის მსოფლიო ბანკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროების პროექტების კოორდინატორი; 1980-1992წწ. რამდენჯერმე იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამეცნიერო სტაჟირებასა და მივლინებაში, მათ შორის, ხანგრძლივად ლონდონის უნივერსიტეტის ეკონომიკური და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში, ლოძისა და ბრატისლავის უნივერსიტეტებში, აშშ-ში, შვედეთისა და ინდოეთის უნივერსიტეტებში და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის, არის კოლექტიური მონოგრაფიების ავტორი. არჩეულია უცხოეთის სამეცნიერო საზოგადოებების წევრად. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1980). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს შავიზღვისპირა რაიონების სუბტროპიკული აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.283-284; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.214 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |