Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ცენტერაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ოკეანოლოგიის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1974წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის კლიმატოლოგიისა და ოკეანოლოგიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1974-1981წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ზღვის ნაპირების დინამიკისა და მორფოლოგიის შემსწავლელ ლაბორატორიაში ინჟინრად, უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. მონაწილეობდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მორფოდინამიკის შემსწავლელ სამეცნიერო-კვლევით ექსპედიციებში; 1991-1995წწ. მუშაობდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" ზღვის სანაპირო ზოლის მორფოდინამიკის განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. იკვლევდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის დინამიკის და მათი ჩარეცხვისაგან დაცვის პრაქტიკული ღონისძიებების შემუშავების საკითხებს. 1989 წელს მიწვეული იყო კუბის რესპუბლიკაში, სადაც ჩრდილო სანაპირო ზოლის მორფოდინამიკის კვლევის საფუძველზე განხორციელდა ხელოვნური პლაჟების შექმნით სანაპიროს აღდგენითი სამუშაოები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეხება ზღვის სანაპიროებსა და წყალქვეშა ფერდის მორფოლოგიისა და დინამიკის საკითხებს, ზღვიური ნატანის ნაპირგასწვრივი გადაადგილების თეორიულ ასპექტებს. მონაწილეობს საერთაშორსიო კონფერენციებში. ოკეანოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.284
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |