The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ცერცვაძე

შალვა ცერცვაძე
Date of birth:3 January, 1908
Date of death:2004  (at 95 years)
Category:Geographer, Engineer, Scientist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო ინსტიტუტი აგროკლიმატოლოგის სპეციალობით 1932 წელს; ქ. ლენინგრადში დაამთავრა აგრომეტეოროლოგთა უმაღლესი კვალიფიკაციის ექვსთვიანი კურსები.

ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მუშაობდა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში; 1932-1934წწ. მუშაობდა საქარის მევენახეობა-მეღვინეობის საცდელი სადგურის ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-თანამშრომლად ფიტოპათოლოგის სპეციალობით; 1934-1936წწ. ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1936-1937წწ. მუშაობდა გეოფიზიკურ ობსერვატორიაში აგრომეტეოროლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელად; 1937-1941წწ. ჰიდრომეტსამსახურში სოფლის მეურნეობის მომსახურებას ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში მონაწილეობდა პროფესორ სელიანინოვის ჯგუფში, რომელიც სუბტროპიკული კულტურების გავრცელების და წარმოების აგრომეტეოროლოგიურ პირობებს სწავლობდა. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა აგრომეტეოროლოგიის სადგურთა ქსელი და 200-მდე მიკროკლიმატურ დაკვირვებათა პუნქტი სუბტროპიკულ ზონაში; 1941 წელს გაწვეულ იქნა საბჭოთა არმიაში, სადაც იყო ავიამეტეოროლოგიის ქსელის უფროსი, ინჟინერ-კაპიტნის წოდებით; 1942 წლიდან ჰიდრომეტსამსახურის უფროსია ომის დამთავრებამდე; 1946 წელს დემობილიზებულ იქნა გვარდიის ინჟინერ-მაიორის წოდებით და მიწვეული იყო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; 1954 წელს სამუშაოდ გადადის ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელია; 1979 წლამდე ამ ინსტიტუტის აგრომეტეოროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი იყო; 1979 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და რუკა, რომლებიც ეხება აგრომეტეოროლოგიის საკითხებს. იგი არაერთი შრომისა და მონოგრაფიის რედაქტორი და რეცენზენტია. შედგენილი აქვს რაიონების აგრომეტეოროლოგიური და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფენოლოგიური რუკები. კვლევის შედეგების ნაწილი დანერგილია წარმოებაში. მისი ორგანიზატორობით ტარდებოდა გამსვლელი სამეცნიერო სესიები და კონფერენციები. ომის წლებში დაჯილდოვდა სამი ორდენითა და მრავალი მედლით. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლიმატური ცვლილების გავლენა ციტრუსების ინფექციური ხმობის მალსეკოს გავრცელებაზე", დაიცვა 1950 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.284-285; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.30

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1984 - საქართველოს დამსახურებული აგრონომი
  • 1968 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ვერცხლის მედალი
  • 1964 - შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: