Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯუმბერ ცომაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი მწვრთნელ-პედაგოგის სპეციალობით 1981 წელს. 1979-1989წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას; 1981 წლიდან გადაყვანილ იქნა ქ. ფოთის საიალქნო კლუბის დირექტორად და პარალელურად ასრულებდა საქართველოს ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელის მოვალეობას; 1971-1981წწ. იყო საქართველოს უცვლელი ჩემპიონი და ყოფილი სსრკ სპარტაკიადების და პირველობების პრიზიორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ქ. ფოთში აშენდა ერთ-ერთი საუკეთესო საიალქნო კლუბი, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად საერთაშორისო და ოლიმპიური თამაშებისათვის საწვრთნელ შეკრებას გადიოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრები გუნდი; 1988 წელს მიწვეულ იყო უითბრედის საერთაშორისო დედამიწის გარშემო აფროსანთა შეჯიბრების რეგატაში ნავ "ფაზისის" შემადგენლობაში. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს სპორტის ისტორიაში, როცა ქართველმა სპორტსმენმა შეასრულა დედამიწის გარშემოვლა იალქნიანი ნავით. ნავი ფოთის გემთმშენებელი ქარხნის ბაზაზე აშენდა, რაშიც თვითონ იღებდა აქტიურ მონაწილეობას. ნავის წყალწვა 22 ტ, სიგრძე 25,3 მ, სიგანე 6 მ, წყალჯდომა 4 მ. მარშრუტი იყო - საუთჰემატინი (დიდი ბრიტანეთი) - პუენტა-დე-ერტა (ურუგვაი) - ფრიმატლი (ავსტრალია) - ახალი ზელანდია (ოკეანეთი) - პუენტა-დე-ლესე (ურუგვაი) - ფორტლოდერდიელი (აშშ) - საუთჰემპტინი (დიდი ბრიტანეთი). მანძილი სტარტიდან ფინიშამდე 33 ათსი საზღვაო მილი იყო. მოგზაურობა-შეჯიბრება დაიწყო 2.09.1989 წელს და დამთავრდა 25.05.1990 წელს. ამ რბოლა-შეჯიბრებაში მან ორჯერ გადალახა ატლანტის ოკეანე. დაჯილდოვდა ინგლისის სამეფო ფლოტის ადმირალტეიტეტის მედლითა და საპატიო დიპლომით. დედამიწის გარშემო ამ მოგზაურობა-შეჯიბრის შესახებ მსოფლიოს ყველა უდიდეს გაზეთებში ("ტაიმსი", "გარდიანი", "ლა მონდი", "ვაშინგტონ პოსტი") და ჟურნალებში ("ლაიფი", "პალმ ბიჩ ილურატრეიტედი", "მეტრო") დაიბეჭდა მასალები. აფროსანი, მოგზაური. ფოთის აფროსნობის კლუბის ხელმძღვანელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.287-288
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |