The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ ხუხუნაიშვილი

სიმონ ხუხუნაიშვილი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:6 სექტემბერი, 1919
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ზემო აკეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო აკეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

1914-1917წწ. რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში იბრძოდა I მსოფლიო ომის ავსტრია-გერმანიის ფრონტზე, პრაპორშჩიკად მსახურობდა ნოვგოროდის 433-ე ქვეით პოლკში; ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ჩაირიცხა გურიის სახალხო გვარდიაში; 1917 წლის ბოლოს თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის განსაკუთრებული რაზმის ოფიცერი გახდა და მონაწილეობდა ქალაქის რევოლუციური ანარქიისგან დაცვაში; 1918 წელს თავი გამოიჩინა აფხაზეთში ბოლშევიკებთან ბრძოლაში და ოსმალებთან ნატანებ-ოჩხამურის რაიონში შეტაკებებში; 1918 წლის სექტემბრიდან დაინიშნა სახალხო გვარდიის განსაკუთრებული ბატალიონის უფროსად. დიდი როლი ითამაშა 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს ეკატერინენფელდთან გამარჯვებაში, შემდეგ იბრძოდა სოჭის ფრონტზე; 1919 წლის სექტემბერში სავარაუდო კორუფციული საქციელის გამო ხუხუნაიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რამაც გამოიწვია დაპირისპირება გვარდიის უფროს ვალიკო ჯუღელთან; ხუხუნაიშვილმა თბილისში, გვარდიის შტაბში (ახლანდელი ახალგაზრდობის სასახლე) გასროლით მოიკლა თავი. სამხედრო პატივით დაკრძალეს მშობლიურ სოფელში. სახალხო გვარდიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

წყარო: სიმონ ხუხუნაიშვილი : ნეკროლოგი //თეატრი და ცხოვრება:გაზეთი.-თბ.,1919.-9 ნოემბერი.-N12.-გვ.12 (nplg.gov.ge); kvirispalitra.ge


გააზიარე: