The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე
Date of birth:6 September, 1982  (42 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის იპოკრატე შევარდნაძის სახელობის მრავალდარგობრივი ლიცეუმი 1999 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს; 2010-2011წწ. იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2006 წელს მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორად; 2006-2010წწ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად; 2010 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად; 2012 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 2015-2017წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2016-2017წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე; 2017 წლის 8 აპრილს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად; 2017 წლის 24 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად; 2019 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2020 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge; საქართველოს უზენაესი სასამართლო: supremecourt.ge

Member of Organizations

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მდივანი
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2017-)

Share: