The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მევლუდ მელაძე

მევლუდ მელაძე
Date of birth:5 September, 1972  (52 years)
Category:Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი 1993 წელს.

10 წლის ასაკში მან აქტიურად დაიწყო ვარჯიში სამბოში; სკოლაში სწავლის დროს გაუჩნდა ინტერესი რადიო-მართვადი ავტომობილებისადმი; მრბოლელობამდე იყო მოჭიდავე, მას ჰქონდა წარმატებები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთაც; პროფესიონალ მოჭიდავეთა შორის პირველად 1983 წელს გამოვიდა; 2001 წელს დაიწყო სარბოლო კარიერა. სანამ პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზიას მიიღებდა, 2 წელი გამოდიოდა მოყვარულებს შორის; პირველი გამარჯვება 2002 წელს მოიპოვა ტურინგ ლაითის კლასში; არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ადგილის (სამბო, 1989), ევროპის სამბოს ჩემპიონატის ოქროს მედალის (სამბო, ტურინი, იტალია 1991), მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (სამბო, შამბერი, საფრანგეთი), ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის (სამბო, კიევი, უკრაინა, 1992), ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილის (სამბო, 1993) მფლობელი; ევროპის რალის ეტაპის გამარჯვებული Nemiroff Yalta Rally - მეორე ადგილი ჯგუფში (2005), Prime Yalta Rally - მეორე ადგილი ჯგუფში (რალი, 2006), ამერიკის რალის მონაწილე, 2-Wheel Drive კლასში (2007), Black Sea Cup - ის გამარჯვებული ტურინგ ლაითის კლასში (წრიული რბოლა, 2011), ჩემპიონი ტურინგ ლაითის კლასში (წრიული რბოლა, 2002,2008, 2009, 2010), რალი ამერიკა - მერვე ადგილი 2-Wheel Drive კლასში (2014). ავტომრბოლელი და მოჭიდავე (სამბო).

წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს საავტომობილო ფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2014 - საქართველოს ჩემპიონი, ფორმულა ალფას კლასში

Share: