The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა კობერიძე

გელა კობერიძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცხმორი, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1976 წელს.

1970-1975 წწ. ონის რაიონის სოფელ ცხმორის კოლმეურნეობის წევრი; საქართველოს მიწათმოწყობის სახელმწიფო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტის ასლის გადამღები; 1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო თბილისის სამგორის რაიონის სახელმწიფო დაზღვევის ინსპექციის ინსპექტორი, ამავე რაიონის საფინანსო განყოფილების ეკონომისტი, ისნის რაიონის საფინანსო განყოფილების უფროსი ეკონომისტი, გლდანის რაიონის საფინანსო განყოფილების გამგის მოადგილე, ქ. თბილისის საფინანსო სამმართველოს განყოფილების უფროსი, კრწანისის რაიონის საფინანსო განყოფილების გამგე, ამავე რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, წმინდა ილია მართლის საზოგადოება; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქარტია – 91", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 210

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქათველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1993)
  • საქართველოს რესპუბლიკის მე-3 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (1992-1993)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: