The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგლა ცირამუა

გიგლა ცირამუა
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ცირამუა
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:1 ივლისი, 1989  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:გამომგონებელი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიული ფაკულტეტი 1941 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მცირე ხნით იმუშავა პედაგოგად და იმავე წელსვე (1941 წ. დეკემბერში) მოხალისედ წავიდა ფრონტზე. 1942 წელს სასწავლებლად მიავლინეს ლენინგრადის კავშირგაბმულობის სასწავლებელში. 1944 წელს კი იგი უმცროსი ლეიტენანტის წოდებით მოქმედ არმიაშია; მონაწილეობას იღებდა ბალტიის პირეთის ფრონტის ბრძოლებში. ქალაქ რიგის მიმართულებით წარმოებულ ბრძოლებში მიღებული ჭრილობის განკურნების შემდეგ გაგზავნილ იქნა სასწავლებლად ლენინგრადის ელექტროტექნიკურ კავშირგაბმულობის სამხედრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1947 წელს. ინჟინერ-მაიორის რანგით მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში და იყო რადიოკავშირის ცენტრის უფროსი. არმიის რიგები დატოვა 1957 წელს ცნობილი მოვლენების შემდეგ, როცა მრავალმა ქართველმა ოფიცერმა დატოვა საბჭოთა არმია. 1957 წელს, როგორც უკვე გამოცდილმა ინჟინერმა ელექტრონიკის სფეროში, დაიწყო მუშაობა სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანებაში "ელვა", სადაც ის ხელმძღვანელობდა ეგმ-ის ლოგიკური ელემენტების ლოგიკის სექტორს. 1958-1959 წწ. სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში "ტნიისა" (გაერთიანება "ელვა") მან ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში შექმნა პირველი თაობის ელემენტების (რადიომილაკების) ბაზაზე ეცგმ-ის კვანძები: არითმეტიკულ-ლოგიკური და მართვის მოწყობილობები. 1964-1968 წწ. ხელმძღვანელობდა გამოთვლითი ტექნიკის საშუალებათა საიმედოობის ლაბორატორიას, 1968-1971 წწ. სქემოტექნიკის ლაბორატორიას. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 1959 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჯერ საათობრივი დატვირთვით, ხოლო 1971 წლიდან სრულ შტატში. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს მის მიერ მომზადებული პროგრამით "ეცგმ-ისა და სისტემების თეორია და პრაქტიკა", 1971-1976 წწ. "მიკროელექტრონიკას". ამავე წლებში სპი-ში მან შექმნა ეგმ-ისა და მიკროელექტრონიკის სასწავლო ლაბორატორიები. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 160 სადიპლომო ნაშრომი. მისი სტუდენტები სისტემატურად მონაწილეობდნენ რესპუბლიკურ და საკავშირო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში, რომელთა მოხსენებები ხშირად ჯილდოვდებოდა სიგელებითა და დიპლომებით. 1970 წლიდან გ. ცირამუა იყო სპი-ის გამოთვლითი ტექნიკის სტუდენტური საკონსტრუქტორო-სამეცნიერო ბიუროს ხელმძღვანელი, რომელშიც მრავალი მომავალი მეცნიერი აღიზარდა. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-ტექნიკურ მოღვაწეობას. მან შექმნა ახალი სამეცნიერო მიმართულება - "დაბალი საიმედოობის ელემენტების ბაზაზე მაღალი საიმედოობის გამოთვლითი სისტემების სინთეზის თეორიაში", რასაც თავიანთ გამოხმაურებებში და რეცენზიებში აღიარებდნენ ცნობილი საბჭოთა და უცხოელი მეცნიერები. 1967 წელს აღნიშნულ თემატიკაზე წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1980 წელს სადოქტორო დისერტაცია. გ. ცირამუას სამეცნიერო კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია 118 სამეცნიერო ნაშრომში. მიღებულიაქვს 25 საავტორო უფლება გამოგონებაზე, მათ შორის: Устроиство для перебора сочетаний (ავტორი)1978- Номер свидетельства: SU 634285 A1б; Устройство для анализа определителей (ავტორი)1978 - მოწმობის ნომერი: SU 634284 A1; Управляемый логический модуль (ავტორი) 1985 - МПКG06F 7/38; Универсальный вычислительный автомат (ავტორი) 1985 - მოწმობის ნომერი :SU1196844A1; Управляемый арифметический модуль (ავტორი)1990 - მოწმობის ნომერი: SU1585792A2. მონაწილეობა აქვს მიღებული 32 საერთაშორისო (გდრ-ში და ორჯერ ბულგარეთში) და საკავშირო სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. გ. ცირამუამ საიმედოობის თეორიაში შექმნა სისტემის ფუნქციონალური ელემენტის რეზერვირების ახალი მეთოდი, ხოლო ეცგმ-ის თეორიაში ეცგმ ფუნქციონირების ახალი მეთოდი, ასევე, გამოთვლითი სისტემების რეკონფიგურაციის აპარატურული საშუალებები, რომლებშიც სიგნალების გენერირება ხდებოდა მათემატიკური კომბინატორიკის კანონებით. ეგმ-ისა და სისტემების საიმედოობის თეორიის სფეროს მრავალი საბჭოთა და უცხოელი მეცნიერი იჩენდა დიდ ინტერესს  გ. ცირამუას შრომების მიმართ, რაც გამოიხატებოდა სისტემატური მიმოწერით. გ. ცირამუას მიერ 1982 და 1986 წლებში კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში დანერგილმა სამუშაოებმა საქართველოს მთავრობისა და უცხოელი სპეციალისტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. 80-იანწლებში გ. ცირამუას სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობას აშუქებდა პრესა, რადიო, ტელევიზია. 1987 წელს მას მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს "1985-1986 წლებში წარმოების ინტენსიფიკაციის" კონკურსის ლაურეატის წოდება. გ. ცირამუა ეგმ-ის საიმედოობის თეორიის სფეროში ჩატარებული სამუშაოთა ციკლისათვის ორჯერ იყო წარდგენილი (1980 და 1981 წლებში) საქართველოს სახელმწიფო პრემიის მოსაპოვებლად. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს მრავალი სამთავრობო ჯილდო, ორდენი და მედალი.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: