The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ძაძუა

ჯემალ ძაძუა
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი 1957 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის გეოდეზიის, აეროგეოდეზიისა და კარტოგრაფიის ინსტიტუტში. 1961 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის, ჰიდროლოგიის, კლიმატოლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე; 1962 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით, რომელიც 1965 წელს დაამთავრა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე ჯერ კარტოგრაფის, უფროსი ლაბორანტის, ხოლო 1995 წლიდან უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე; 1968-1972წწ. დროებით სამუშაოდ გადაყვანილ იქნა "საქქალაქმშენსახპროექტის" ინსტიტუტში რაიონული დაგეგმარების განყოფილებაში ჯგუფის ხელმძღვანელად, სადაც მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულ იქნა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება "საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის საკურორტო მეურნეობის განვითარების პერსპექტივები 1980-2000 წლისათვის". აღნიშნული შრომა შემდეგ დამტკიცებულ იქნა როგორც საკვალიფიკაციო თემა. 1972 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია; 1998 წლიდან საქართველოს გეოგრაფიის კათედრაზეა უფროსი სამწავლებლის თანამდებობაზე, აგრეთვე, საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე ასრულებდა დეკანის მოადგილის მოვალეობას სასწავლო მუშაობის დარგში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებშიც განხილულია საქართველოს შავის ზღვის სანაპირო ზოლის რეკრეაციული მეურნეობის განვითარების ძირითადი საკითხები. მას კარტოგრაფიულად გაფორმებული აქვს 15 სახელმძღვანელო ეთნოგრაფიაში, არქეოლოგიაში, ხმელეთის ჰიდროლოგიაში, ისტორიაში და საქართველოს ნიადაგებში.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.291-292

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: