შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იულია ძიძიგური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბაქო. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1937 წელს. იქვე გაიარა ასპირანტურის კურსი ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკურ ქვეყანათმცოდნეობაში. 1941-1944წწ. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში; 1945-1952წწ. ზუგდიდის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო სამასწავლებლო ინსტიტუტი, დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო ნაწილში და გეოგრაფიის კათედრის გამგე; 1952-1953წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესი სკოლების სამმართველო უფროსი ინსპექტორი, შემდეგ სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი; 1957-1985წწ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ჯერ დოცენტი გეოგრაფიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ ამავე კათედრის გამგე; 1985 წლიდან თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, გეოგრაფიის კათედრის დოცენტი. სასწავლო-პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად იგი სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი სადისერტაციო ნაშრომი ძირითადად ავტორის მიერ ველზე მოპოვებული მასალების მიხედვითაა გაკეთებული. ავტორია 53 სამეცნიერო შრომისა, მათ შორის, 23 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო მუშაობა კომპლექსურ ხასიათს ატარებდა. ამასთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი მონაწილეობით თარგმნილია "სსრკ ფიზიკური გეოგრაფიის" სახელმძღვანელო და პრაქტიკუმი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1960). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამეგრელოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათებისათვის", დაიცვა 1950 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.292 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |