შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ძიძიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ოკეანოლოგის სპეციალობით 1973 წელს. 1974 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, ხოლო შემდეგ მეცნიერ-თნამშრომლად. მონაწილეობდა ზღვის სანაპირო ზოლის ექსპედიციებში. წლების მანძილზე იყო ბიჭვინთისა და ანაკლიის სტაციონარებში ექსპედიციების ხელმძღვანელი; 1989-1992წწ. შეთავსებით ასრულებდა გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის (ადმინისტრაციულ-სამეურნეო დარგში) მოვალეობას; 1979-1982წწ. გაიარა მიზნობრივი ასპირანტურა ქ. მოსკოვის საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის შირშოვის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტში; 1980-1983წწ. სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებდა მოსკოვის საკავშირო სატრანსპორტო ინსტიტუტის ჰიდროდინამიკურ ლაბორატორიაში საოკეანო პლატფორმების (დიდი მოცულობის ცილინდრების) მდგრადობის თეორიაში; 2000-2002წწ. აირჩიეს იუნესკოსთან არსებული ეროვნული ოკეანოლოგიური კომიტეტის მდივნად; 2002-2003წწ. მიიწვიეს ბუნების დაცვისა და ეკოლოგიის სამინისტროში ექსპერტად ოკეანოლოგიისა და ჰიდროლოგიის დარგში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ზღვის სანაპირო ზონის მორფოლოგიასა და დინამიკაში, ასევე ჰიდროდინამიკაში, საოკეანო პლატფორმების უსაფრთხოების თეორიაში და ჰიდრონაგებობის გარშემო ფსკერის დეფორმაციებში. ოკეანოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.292-293
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |