შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ფირცხალავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. ბავშვობაში მან 5 სკოლა გამოიცვალა და სწავლობდა სპორტულ სკოლა-ინტერნატში ფრანგულის განხრით. ბავშვობიდანვე ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ დედის დაჟინებული სურვილით, 5 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში ჩაირიცხა. თუმცა, ბავშვობის ოცნებამ გაიმარჯვა და 13 წლის ასაკში მან მიატოვა მუსიკალური სასწავლებელი და 2 წელი საფეხბურთო კლუბ "ლოკომოტივში" ვარჯიშობდა; მოგვიანებით მიხვდა, რომ წარმატებული საფეხბურთო კარიერის შესაქმნისთვის უკვე ძალიან დიდი იყო და იმის გააზრებით, რომ ის მუდმივად მეორე შემადგენლობაში ითამაშებდა, დატოვა საყვარელი კლუბი; ბავშვობაში მუსიკალურ სკოლაში სწავლას უშედეგოდ არ ჩაუვლია; 16 წლის ასაკში წერს პირველ სიმღერას პროფესიონალურ ხმის ჩამწერ სტუდიაში; ამავე დროს, ის სერიოზულად ინტერესდება ჰიპ-ჰოპ მუსიკით; თავისი კარიერის განმავლობაში, მან ძალები რამდენიმე ჟანრში მოსინჯა, თუმცა სიმღერები მისი რეპერტუარიდან პოპ სტილშია შესრულებული; გამოშვებული აქვს ერთი სოლო ალბომი Лондон-Париж. რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის მომღერალია.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |