შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ჭკუასელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის "დინამოსა" (1949-1954, 1956-1959) და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში" (1955); სსრკ ნაკრებში ჩაატარა 1 მატჩი, სსრკ უმაღლეს ლიგაში – 84 (29 გოლი); სსრკ ჩემპიონატების მეორე პრიზიორი (1951, 53), ბრინჯაოს პრიზიორი (1959); ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1952); იყო საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს უფროსი (1976-1984, 1987-1988); ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; ჭკუასელმა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი მატჩი ჩაატარა 1952 წლის 22 ივლისს, 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე იუგოსლავიის წინააღმდეგ. წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |