The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ადეიშვილი

შალვა ადეიშვილი
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1989  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1921 წელს, შემდეგ - თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ფიზიკა-მათემატიკის განხრით 1926 წელს; 1942 წელს ასპირანტურა ფილოსოფიის სპეციალობით.

მისი კვლევის სფერო მრავალფეროვანი იყო, დაწყებული რუსთაველის მსოფლმხედველობით, ლოგიკითა და კიბერნეტიკით დამთავრებული. იყო მრავალი სამეცნიერო სტატიისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1989).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები : IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით : ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.6

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: