The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ამბროლაძე

დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:1979  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

იკვლევდა დასავლეთის ფილოსოფიაში დასმულ ონტოლოგიურ პრობლემებს. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წიგნი "საწყისისა და მიზეზობრიობის პრობლემა ახალ ფილოსოფიში", რომელშიც გამოკვლეულია სუბსტანციის, როგორც პირველმიზეზისა და ყოველგვარი არსებულის საწყისის დამოკიდებულება მიზეზობრიობასთან. ეს პრობლემა განხილულია ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის სავლე წერეთლის დიალექტიკურ-ლოგიკური კონცეფციის, განსაკუთრებით, დასაბუთების საწყისის წერეთლისეული თეორიის საფუძველზე. ლევან ამბროლაძე ამტკიცებს, რომ მთელი სინამდვილის ონტოლოგიური საწყისის დედაარსს შინაგანი წინააღმდეგობის, ურთიერთდაპირისპირებული მომენტების დიალექტიკური ერთიანობა წარმოადგენს. იდეალიზმსა და მატერიალიზმში, როგორც წესი, ეს პრინციპი ცალმხრივად და, მაშასადამე, დამახინჯებულად არის წარმოდგენილი. მკვლევარი ცდილობდა დიალექტიკური მეთოდის საფუძველზე მეცნიერულად აეხსნა ონტოლოგიური საწყისის ბუნება. ამ მიზნით იგი ვრცლად და დეტალურად განიხილავს ახალი ფილოსოფიის კლასიკოსების - დეკარტის, სპინოზას, ლაიბნიცის, ბერკლის, ჰიუმის, კანტისა და ჰეგელის თვალსაზრისებს საწყისისა და მიზეზობრიობის შესახებ, აგრეთვე გამოკვლეულია საწყისისა და მიზეზობრიობის პრობლემა დიალექტიკური მატერიალიზმის თვალსაზრისით. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1978).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები : (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით) : ცნობარი.-ბათუმი, 2004.-ბათუმი, 2004. -გვ.8-9

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: