Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბარამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს. 1979-1982წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი; 1983-1987წწ.ასისტენტი; 1987-1999წწ. უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1995-1999წწ. ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემათა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის უფროსი; 1996-1999წწ. მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი; 2000-2005წწ. ფილოსოფიურ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზირებული საბჭოს თავმჯდომარე; 2013-2016წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი. მისი კვლევის ინტერესების სფეროა: სოციალური ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია, ონტოთეოლოგია, ლიტერატურის ფილოსოფია. გამოქვეყნებული აქვს სამ ათეულზე მეტი ნაშრომი, მათ შორის ორი მონოგრაფია. იგი ეწევა აგრეთვე მთარგმნელობით საქმიანობას. მან გერმანულიდან თარგმნა და გამოსცა მარტინ ჰაიდეგერის "დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა" (1992) და "თემშარა" (1993), მაქს ვებერის "პოლიტიკა როგორც მოწოდება და ხელობა" (1994) და ჰერმან ჰესეს "ნოვალისი" (1989). ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1985), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (2001). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.26-27; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |