The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან მახარაძე

რომან მახარაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 1998  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1955 წელს (პედაგოგები: მოსე თოიძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, კორნელი სანაძე). 

მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო "საბავშვო ბაღი" (ხელმძღვანელი კორნელი სანაძე). 1958–1966წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დამდგმელ მხატვრად; გააფორმა ხუთი მხატვრული ფილმი; 1966-1968წწ. საქართველოს ტელესტუდიის დამდგმელი მხატვარი; 1968–1978წწ. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" უფროსი მხატვრული რედაქტორი; 1978-1982წწ. გამომცემლობა "ხელოვნების" უფროსი მხატვრული რედაქტორი; 1982 წლიდან მუშაობდა ქართულ ენციკლოპედიაში უფროს მხატვრულ რედაქტორად; გაფორმებული აქვს ათეულობით წიგნი, რომელთაგან რამდენიმე აღინიშნა ჯილდოთი; წარმატებული იყო მისი პერსონალური გამოფენა, რომელიც თბილისში 1985 წელს, ქართული ენციკლოპედიის გამომცემლობის შენობაში გაიმართა; გამოფენამ თავისებურად შეაჯამა რომან მახარაძის შემოქმედება როგორც ფერწერის, ისე წიგნის გრაფიკის დარგში; აღსანიშნავია მისი მონაწილეობა აკვარელის გამოფენაზე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში; მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, რამდენიმე სურათი მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის პირადი საკუთრებაა, ასევე ბევრია წარმოდგენილი კერძო კოლექციებში. ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, კინოს მხატვარი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1967-)

გააზიარე: