The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სალუქვაძე

გიორგი სალუქვაძე
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:1987  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბათუმის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოხნარი, ოზურგეთის მაზრა.

1943-1945წწ. სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ, აჭარის სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორად, ალმანახ "ტალღის" რედაქტორად, ჟურნალ "ლიტერატურული აჭარის" კულტურის განყოფილების გამგედ, გაზეთ "საბჭოთა აჭარის" პასუხისმგებელ მდივნად, 1945-1947წწ. აჭარის ასსრ სახელგამის დირექტორის მოადგილედ, შეთავსებით ბათუმის სახელმწიფო თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგედ; 1947 წლის მაისიდან მუშაობდა გაზეთ "საბჭოთა აჭარის" რედაქციაში; მისი პირველი ლექსი 1938 წელს დაისტამბა; პირველი წიგნი "ჩემი მიწა" 1945 წელს გამოიცა; ავტორია ლექსთა კრებულისა: "დაბრუნებულან" (1946),  "ლირიკა" (1955), "სანაპიროზე" (1959), "რა ხანია გათენდა" (1965), "დღე" (1970),  "რჩეული" (1973), "პატიოსნება" (1977), "მაისის წვიმა" (1978), "რჩეული ლექსები", "ლირიკული პოემა" (1992) და სხვ; ნაყოფიერად მუშაობდა საბავშვო ჟანრშიც, გამოსცა წიგნები: "ჩიტის ბუდე", "თოჯინების ნაამბობი", "რა ხანია გათენდა", "თეას წიგნი"; ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა სერგეი ესენინის, რასულ გამზათოვის, ფრანგი კლასიკოსების (კორნელი, რასინი, ვოლტერი) ნაწარმოებები; ჯაკომეტის "დამნაშავის ოჯახი" და კორნელის "სიდი"; ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა გ. სალუქვაძის "დიდი გზა", "მამულო საყვარელო", "მინდია". მიღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი (1996). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8. - თბ., 1984. -გვ. 696; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.184

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პოეზიის სექცია, გამგე

ბიბლიოგრაფია

  • ჩიტის ბუდე : ლექსები (ავტორი). - ბათუმი, საბჭოთა აჭარა, 1987. - 90გვ.
  • მაისის წვიმა : ლექსები, ლირიკული პოემა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1978. - 67გვ.
  • ლირიკა (ავტორი). - ბათუმი, სახელგამი, 1955. - 228გვ.
  • აყვავებული აჭარა : საბავშვო ლექსები (ავტორი). - ბათუმი , აჭარის სახელგამი, 1950. - 68გვ.
  • დაბრუნებულან : ლექსები (ავტორი). - ბათუმი , აჭარის სახელგამი, 1946. - 103გვ.

გააზიარე: