შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კარლო გარდაფხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტვიში, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი, შემდეგ სწავლობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს პარტიულ სკოლაში. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (უფროსი ლეიტენანტი). 1959 წლიდან იყო სხვადასხვა ხელმძღვანელ პარტიულ თანამდებობაზე; 1961-1977წწ. საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; მისი ხელმძღვანელობის დროს აიგო მაუწყებლის დღევანდელი შენობა, საქართველოს ტელევიზია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ერთ-ერთი პირველი გადავიდა ფერად მაუწყებლობაზე; 1977-1985წწ. იყო საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი; დაჯილდოებულია: "შრომის წითელი დროშის", "სამამულო ომის I და II ხარისხის", "ხალხთა მეგობრობის", "საპატიო ნიშნის" ორდენებით და მედლებით. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: 1985 წლის 24 თებერვალი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღეა. ყველანი არჩევნებზე! : ხმა მივცეთ კომუნისტებისა და უპარტიოების ურღვევი ბლოკის კანდიდატს კარლო გარდაფხაძეს : პლაკატი. - თბ., 1985. - 1გვ.; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.316; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 23-24 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |