შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1973წწ. ექიმი-ინტერნი, ქ. სოხუმის I საავადმყოფო, ქირურგიული განყოფილება, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; 1973-1975წწ. სამხედრო ნაწილის სამედიცინო პუნქტის უფროსი, ბელორუსიის სამხედრო ოლქი, სსრკ თავდაცვის სამინისტრო; 1975-1977წწ. გალის რაი-პოლიკლინიკა - საავადმყოფოს ქირურგი, გალის რაი-საავადმყოფო-პოლიკლინიკის გაერთიანება აფხაზეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო; ექიმი, სასწრაფო დახმარების სადგური ქ. ტოსტნო, ლენინგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაციის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო (1977); 1977-1979წწ. კლინიკური ორდინატურა, ლენინგრადის სან-ჰიგიენური-სამედიცინო ინსტიტუტის ფაკულტატური ქირურგიის კათედრა, ქ. ლენინგრადი, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო; 1979-1981წწ. ქირურგი-ორდინატორი ქ. ტოსნოს ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება; 1981-1987წწ. ქირურგი-ორდინატორი ქ. გალის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილება; 1987-1995წწ. მთავარი ექიმი, გალის რაიონის სანეპიდსადგური; 1995-2000წწ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულთა სამედიცინო მომსახურების ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2002-2003წწ. აფხაზეთის ა/რ საგანგებო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004 წ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 350 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |