The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ შენგელია

მერაბ შენგელია
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1961  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის, ლითონსაჭრელი ჩარხების და იარაღების სპეციალობით 1982 წელს.

1982-1985წწ. საწარმოო გაერთიანება ელექტროაპარატის მთავარ საკონსტრუქტორო განყოფილების ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1984-1987წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1987-1988წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ინჟინერი; 1988-1989წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1995წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1999წწ. შპს "მენიმექსის" კომერციული დირექტორი; 2000-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 360

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2000-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (2004-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", წევრი (2000-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "სოციალისტი", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2001-2003)

გააზიარე: