Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ მაჭარაშვილი (დეკანოზი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ალი, გორის მაზრა. 1886-1900წწ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარებელი წევრი ფოთში; 1887 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება; 1896 წლის 17 ნოემბერს დეკანოზი გრიგოლი ფოთის ეპარქიალური სასწავლებლის თავმჯდომარედ დაინიშნა; 1900 წლის აღდგომას ენქერი უბოძეს; მისი დაკრძალვის ცერემონიალის შესახებ გაზეთ "ივერიის" 25 სექტემბრის ნომერში საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ. სოფელ ალში მის დაკრძალვას დაესწრო ფოთის ქალაქის მოურავი ნიკო ნიკოლაძე, ყოვლად-სამღვდელო ალექსანდრე ეპისკოპოსის ავადმყოფობის გამო მის მაგივრად მიბრძანებულა იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), პროცესიას უამრავი ხალხი მიუძღოდა, მათ შორის: ფოთის ორკლასიანი სამრევლო სკოლის წარმომადგენლობა, ფოთის ქალთა გიმნაზიისა და ოლგას დედათა სკოლის წარმომადგენლობა, ფოთის ვაჭართა წარმომადგენლობა. აგრეთვე აღნიშნული პროცესიის მონაწილეთა შორის სახელდებიან ქრისტეფორე და ნინო ხუმარაძე, დიმიტრი გუგულაშვილის ოჯახი, ლეონტი და მინადორა ჩაჩანიძე, სხვა ნათესავ-ახლობლები და მრევლი. პროცესიას მიუძღოდა ვერცხლის ხატი გურია-სამეგრელოს საეპარქიო საბჭოსაგან, მაცხოვრის ვერცხლის ხატი ფოთის საკათედრო ტაძრის კრებულისაგან. მღვდელ-მთავრის წირვაზე გალობდა მგალობელთა ორი გუნდი: ყოვლად-სამღვდელო ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გურულ-მგალობელთა გუნდი გურულ კილოზე და ალის სამრევლო სკოლის მოწაფეთა გუნდი. სიტყვა წარმოუთქვამს მღვდელ გიორგი გეგეჭკორს, ხოლო ფოთელებმა განსვენებულის ქვრივს 400 მანეთი გადასცეს საყვარელი მოძღვრის საფლავზე მატურის ძეგლის ასაგებად. სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |