The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კუკური წიქარიშვილი

კუკური წიქარიშვილი
Date of birth:12 August, 1948  (76 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით 1973 წელს.

1973 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, 1973-1977წწ. - უფროსი ლაბორანტი; 1977-1979წწ. - ინჟინერი; 1979-1982წწ. - უფროსი ინჟინერი; 1982 წლიდან უფროსი მეცნიერი. 1973 წლიდან საქართველოს კარსტული ზოლის დაბალი, საშუალო და მაღალმთიანი კირქვული მასივების შემსწავლელი 50-მდე სპელეოლოგიური და ბუნების სტიქიური მოვლენების შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე. 1973 წელს ჩაირიცხა ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებლად. საქართველოს კარსტული ზოლის განსხვავებულ ბუნებრივ ლანდშაფტურ ზონაში მდებარე მსგავსი მორფოლოგიის მქონე სიღრუეებში ჩატარებული მეტეოდაკვირვებების სტატისტიკური დამუშავებით, ჩამოყალიბდა კონცეფცია მღვიმის ჰაერის ტემპერატურასა და აბსოლუტურ სინოტივეზე ჰიფსომეტრიული ფაქტორის გავლენის შესახებ, რაც ნებისმიერი სიმაღლითი ზონის მღვიმეებისათვის კლიმატური რეჟიმის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. დამუშავებული იქნა აგრეთვე რიგი პრაქტიკული საკითხები. აგრძელებს მუშაობას მთიანი მხარეების სპელეოკლიმატური, კარსტო-სპელეოგენეზის პრობლემაზე. გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია, 1 ბროშურა, 115 სამეცნიერო სტატია, მათ შორის 30-ზე მეტი - სპელეოლოგთა საკავშირო (პერმი, 1981; მოსკოვი, 1982, 1990; კიევი, 1987; სანქტ-პეტერბურგი, 1990 და სხვ.) და საერთაშორისო (ბარსელონა, 1985; თბილისი, 1987; კოშიცე, 1988; სოფია, 1990 და სხვ.) სიმპოზიუმებისა და კონგრესის მასალებში. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს კარსტული მღვიმეების კლიმატი მათ მორფოლოგიასა და რეგიონის ლანდშაფტურ თავისებურებებთან დამოკიდებულებით",  დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.297-298; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბუნების ძეგლებად გამოცხადების შემსწავლელი კომისია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული სპელეოლოგიური საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: