The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ჭანტურია

გია ჭანტურია
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:2018  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ფაკულტეტი საერთაშორისო მიმომხილველის სპეციალობით 1982 წელს; თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენების შემსწავლელი ორწლიანი კურსები ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1990 წელს; 1986-1990წწ. ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. სხვადასხვა წლებში სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში, საზოგადოება "ცოდნის" გამგეობასთან არსებული "საერთაშორისო ურთიერთობისა და საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის ისტორიის" სკოლაში.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1982 წლიდან მუშობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1987-2000წწ. სკოლის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2000 წლიდან სკოლის დირექტორად; 1985-1999წწ. იყო ვაკის რაიონის მთავარი სპეციალისტი გეოგრაფიაში; 1997 წელს მიენიჭა მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის, სახელმძღვანელოები. იყო IX და X კლასის მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური გეოგრაფიისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორი. გამოცემული აქვს წიგნები მსოფლიო მონარქიულ ქვეყნებზე და სამეფო ოჯახებზე. სხვადასხვა დროს იმყოფებოდა საზღვარგარეთის ქვეყნებში - საფრანგეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და სხვ. გეოგრაფი და დიდი ბრიტანეთის სპეციალისტი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.299; საქართველოს სამეფო: georoyal.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამეფო (მონარქისტული) კლუბი, წევრი (2017-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - რაფიელ დანიბეგაშვილის სახელობის პრემია
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: