შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რესან კონცელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1961 წელს. 1961-1974წწ. თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის ინჟინერ-კონსტრუქტორი; მუშაობდა პარტიულ და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე: საქართველოს ალკკ ბათუმის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, საკავშირო ალკკ ცენტრალური კომიტეტის ორგანიზატორი, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მდივანი, მეორე მდივანი, თბილისის ჩუღურეთის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, სამგორის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე; 1974-1985წწ. საქართველოს კვების მრეწველობის მინისტრი, 1985-1989წწ. საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1989 წლიდან საქართველოს მომხმარებელთა საზოგადოებების ცენტრალური კავშირის - "ცეკავშირის" გამგეობის თავმჯდომარე; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ქობულეთის ჩაქვის N115 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.212 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |