The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა ჭეიშვილი

ვერა ჭეიშვილი
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:25 ივნისი, 2002  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის გეოდეზიურ სამმართველოსთან არსებული ერთწლიანი კარტოგრაფიული კურსები 1931 წელს და იქვე დაიწყო მუშაობა; 1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით.

1942 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოდეზია-კარტოგრაფიის კათედრაზე; 1943-1947წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია ცივ-გომბორის ქედის მხარის პირველი, სრულყოფილი კომპლექსური ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება. შესრულებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 20 გამოქვეყნებულია. წლების განმავლობაში იგი კითხულობდა ლექციებს ტოპოგრაფიაში, კარტოგრაფიაში, ზოგადი გეოგრაფიული რუკების შედგენა-რედაქტირებაში, რუკების გაფორმებაში, საველე კარტოგრაფიასა და კარტოგრაფიულ ხაზვაში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1978).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცივ-გომბორის ქედის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.299-300


გააზიარე: