The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იზოლდა ჭინჭარაშვილი

იზოლდა ჭინჭარაშვილი
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფია-ბიოლოგიის სპეციალობით 1997 წელს.

1998 წლიდან - თელავის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი; 1998 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მაძიებელი სპეციალობით "მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია"; 2001 წლიდან - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მასწავლებელი; 2002 წლიდან - დოცენტი; 2006-2009წწ. - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი; 2007-2008წწ. - განათლების სამინისტროს ფასილიტატორი; 2008-2011წწ. - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 2005 წლიდან - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კახეთის რეგიონის კლიმატური რესურსების კომპლექსური შეფასება", დაიცვა 2002 წელს. 

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.300; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tesau.edu.ge


გააზიარე: