The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ხაზარაძე

რევაზ ხაზარაძე
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1957 წელს.

1958-1959წწ. მე-7 რაიონის ექსპედიცია, სსრკ გეოლოგიისა და წიაღისეულთა დაცვის სამინისტროს მე-4 გეოლოგიური სამმართველო, ინჟინერ-გეოლოგი; 1959-1974წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1974-1984წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1993წწ. გეომორფოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1993-2001წწ. პალეოგეოგრაფიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1984-2006წწ. წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-2005წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2001-2006წწ. მეოთხეული გეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 2006-2015წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება; 2015-2017წწ. მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება; 2018 წლიდან - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება. 1956 წლიდან ეწევა ალპინისტურ საქმიანობას. დაპყრობილი აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანის, ალპების მრავალი მწვერვალი; არის სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები: საქართველოსა და მიმდებარე რეგიონების გეოგრაფიული გარემოს წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებანი; საქართველოს მეოთხეული ნალექების გენეზისი და სედიმენტაციის პირობები პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციით; საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, უცხო ენებზეც. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ოქროს მედალი (2006). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. ენგურის აუზის რელიეფი, კონტინენტური ნაფენები და პლეისოცენური გამყინვარება", დაიცვა 1971 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კავკასიონის პლეისოცენური გამყინვარება", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.301-302; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია, პრეზიდიუმის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - ღირსების ორდენი
  • სსრკ სპორტის ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (ალპინიზმი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: