შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზორბეგ ებრალიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1956 წელს ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელ იოსებ ჟორდანიას ხელმძღვანელობით; 1963–1964წწ. ლანჩხუთის "გურიას", 1965–1970წწ. კი ქუთაისის "ტორპედოს" რიგებში ასპარეზობს, სადაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 139 შეხვედრაში იცავს ამ კლუბის ღირსებას; 1971 წლიდან თბილისის "დინამოშია". იმავე წელს "დინამოს" მაისურით ქვეყნის პირველობის 20 შეხვედრაში გამოდის საფეხბურთო მინდორზე და საკავშირო თასის გათამაშების სამ მატჩშიც იღებს მონაწილეობას. გუნდთან ერთად თავის სადებიუტო სეზონშივე საკავშირო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ხდება. მომდევნო წელს ჩემპიონატის თხუთმეტ, ხოლო თასის გათამაშების სამ მატჩში იცავს თბილისელთა ღირსებას და კიდევ ერთხელ ეუფლება ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს; მან თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 131 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა; ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში "დინამოს" ღირსება 10 შეხვედრაში დაიცვა და ერთი ბურთი გაიტანა, აქედან სამი შეხვედრა - თასების მფლობელთა თასის, ხოლო 7 - უეფა-ს თასის გათამაშებაში. ორი მატჩის გარდა, მან ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა; თამაშობდა მცველის პოზიციაზე; იცავდა ლანჩხუთის "გურიას", ქუთაისის "ტორპედოს" და თბილისის "დინამოს" ღირსებას; არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1971, 1972, 1976), კარაველას თასითასის (1973) და საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976). ფეხბურთელი და მწვრთნელი. წყარო: fcdinamo.ge; footballfacts.ru; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.28 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |