The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ ხანთაძე

არჩილ ხანთაძე
Date of birth:22 July, 1935
Date of death:November, 2009  (at 74 years)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1960 წელს.

1960 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში მაღალი ტემპერატურის ფიზიკის (პლაზმის ფიზიკის) განყოფილებაში; 1961 წელს სამუშაოდ გადავიდა გეოფიზიკის ინსტიტუტში, სადაც კვლევით მუშაობას იწყებს ჰიდროდინამიკასა და მაგნიტურ ჰიდროდინამიკაში, ატმოსფეროს მაღალი ფენების და დედამიწის ახლომდებარე კოსმოსის ფიზიკის განხრით; აქვე, 1972 წელს აირჩიეს ატმოსფეროს მაღალი ფენების ლაბორატორიის ხელმძღვანელად; 1974-1975წწ. მუშაობდა გეომაგნეტიზმის განყოფილების გამგედ; 1975-1981წწ. - იონოსფეროს ფიზიკისა და გეომაგნეტიზმის სექტორის განყოფილების გამგედ; 1984 წელს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიის და ოკეანოლოგიის კათედრის გამგედ. მან შექმნა ქართული სამეცნიერო სკოლა ატმოსფეროს მაღალი ფენებისა და მეტეოროლოგიის დარგში, რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული როგორც ჩვენთან, ასევე საზღვარგარეთ; მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია და 200-ზე მეტი სტატია, მათ შორის, 66 იმფაქტფაქტორიან ჟურნალებში; იყო მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმისა და კონფერენციის მონაწილე, მჭიდრო კავშირები ჰქონდა დამყარებული მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებთან (აშშ, ისრაელი, იაპონია, რუსეთი და სხვ.); მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შესრულებულია 9 საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო პროექტი. არის 8 გამოგონების ავტორი და თანაავტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაგნიტურ ჰიდროდინამიკაში დინამიკურად შესაძლებელი დინების ზოგიერთი საკითხები", დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გამტარი ატმოსფეროს დინამიკის ზოგიერთი საკითხები", დაიცვა 1971 წელს (მოსკოვი, დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.302; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთი: dspace.nplg.gov.ge გვ.15

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: