The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბელა შალვაშვილი

ბელა შალვაშვილი
Date of birth:1 April, 1940  (85 years)
Category:Translator, Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (სპარსული ენა და ლიტერატურა) 1965 წელს.

1970-1980წწ. მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულში" რედაქტორად; 1984-1994წწ. საქართველოს ტელევიზიაში; 1996-2000წწ. იყო  გაზეთ "ასავალ-დასავალის" თანამშრომელი. გამოცემული აქვს კრებულები: "არდავიწყება" (1973, "ნაკადული"), "ლექსები" (1977, "საბჭოთა საქართველო"), "ჩუმი ძახილი" (1979, "ნაკადული"), "ლექსები" (1982, "ნაკადული"), "მზეო, მზეო" (1983, "მერანი"), "უსასრულობა" (1986, "საბჭოთა საქართველო"), "ჩემი ნაცნობი ჩიტი" (1986, "მერანი"), "ჩიტები წუხან თავის ენაზე" (2008, "ეროვნული მწერლობა"). ბ. შალვაშვილს თარგმნილი აქვს ფირდოუსის "შაჰნამეს" ყველა წიგნი (105 000 სტრიქონამდე), უნდა აღინიშნოს, რომ "შაჰნამე" მთლიანად ნათარგმნი არ აქვს არც ერთ ხალხს, გარდა ქართველებისა. იგი პირველია, ვინც მსოფლიოში ყველაზე ვრცელი პოემა "შაჰნამე" ("მეფეთა წიგნი") ქართულად სრულად თარგმნა. მისი თარგმნილი "შაჰნამე"  2016 წელს ირანში წლის წიგნად აღიარეს. ბ. შალვაშვილს დიდი დამსახურება აქვს ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის წინაშე. 2011 წელს გამოვიდა მის მიერ 40 წლის განმავლობაში თარგმნილი ფირდოუსის სამყაროს - ადამიანისა და ციურ მნათობთა შექმნის ამბები (ქეიუმარსი, უშანგი, თეიმურაზი, ჯემშიდი, ზოჰაქი, ფრიდონი, მანუჩარი, ქეი-ქაუსი, ამბავი სიაუშისა, ამბავი ბეჟანისა და მანიჟესი, ქესრა ანუშირვანის მეფობა, მეფე ხოსრევ ფარვიზი). ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი და თვალსაჩინო წევრი. მიღებული აქვს ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯილდო - "ფირდოუსის პრემია".

წყარო: საქართველოს სამეფო: georoyal.gekvirispalitra.ge 

Member of Organizations

  • სამეფო კლუბი, ღვაწლმოსილი წევრი (2015-)
  • სამეფო კლუბი, წევრი

Awards and Honors

  • 2021 - პრემია "საგურამო", თარგმანი
  • 2020 - ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია

Bibliography


Share: