The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსლან ღონღაძე

რუსლან ღონღაძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1944
გარდაცვ. თარიღი:4 აგვისტო, 1993  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პოლიტიკოსი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1968 წელს.

1971-1990წწ. სატელევიზიო ფილმების სტუდიის რეჟისორი; დისიდენტური მოძრაობის მონაწილე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი" "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, რადიკალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მრავალი სატელევიზიო ფილმის მხატვარი, სცენარის ავტორი, რეჟისორი. ქართული წარმოშობის უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მამა.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 345

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: