The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კოღუაშვილი

დავით კოღუაშვილი
Date of birth:25 January, 1969  (56 years)
Category:Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადდილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; "ჯონ მარშალის" სახელობის იურიდიული სკოლის მაგისტრატურა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1992-1998წწ. ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას: 1992-1993წწ. მცირე საწარმო მრავალდარგოვანი ფირმა "გალო-გმ", იურისტი; 1993-1994წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, სტაჟიორი; 1994-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურა, კადრების სამმართველო, საპროკურორო და საგამოძიებო მუშაკების მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების განყოფილების პროკურორი; ედუარდ შევარდნაძის ფონდი "დემოკრატია და აღორძინება", მთავარი იურისტი (1995); საქართველოს საგადასახადო ინსპექცია, უფროსი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექტორი, საგადასახადო პოლიტიკისა და საჩივრების განხილვის სამმართველოს იურისტი (1995); 1997-1998წწ. ნავთობისა და გაზის კომპანია, შპს "იორის ველი" - იურისტი; 1998-1999წწ. საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტის თანაშემწესაქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს მთავარი იურისტი, სამმართველოს უფროსის მოადგილე (1999); 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი; საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. საერთაშორისო სამართლის მაგისტრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 214

Member of Organizations

  • "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო, წევრი
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები", თავმჯდომარის მოადგილე (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წეცრი (1999-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წეცრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები", წევრი (2001-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი ფრაქცია", მდივანი (2000-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2000)

Share: