შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯემალ ხარიტონაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1967 წელს. 1966-1968წწ. მუშაობდა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს საინჟინრო ჰიდროგეოლოგიურ პარტიაში; 1968 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრაზე; 1969-1971წწ. იყო ფაკულტეტის საღამოს და დაუსწრებელი სწავლების განყოფილების დეკანის მოადგილე; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიისა და გეოეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეომორფოლოგი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.305 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |