შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თომა ხარჩილავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯგალი, წალენჯიხის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1932 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში; 1933 წელს დანიშნეს წალენჯიხის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად; 1934 წელს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში ბრუნდება და მივლინებულ იქნა ქ. მოსკოვში ერთწლიან სინოპტიკურ კურსებზე; 1934-1941წწ. მუშაობდა საქართველოს ბათუმის ჰიდრომეტგანყოფილებაში ჯერ სინოპტიკოსად, შემდეგ უფროსად; 1941 წელს გადაიყვანეს სომხეთში სამუშაოდ; 1945 წელს ბრუნდება თბილისში და 1950-1953წწ. თბილისის ამინდის ბიუროს უფროსი ინჟინერ-სინოპტიკოსია; 1953-1956წწ. გრძელვადიანი პროგნოზების ჯგუფის უფროსი; 1956-1957წწ. თბილისის ამინდის ბიუროს უფროსი; 1957-1970წწ. ამიერკავკასიის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიურ კვლევით ინსტიტუტში მუშაობდა; 1970 წლიდან დაბრუნდა ამინდის ბიუროს გრძელვადიან განყოფილებაში. ეწეოდა სამეცნიერო სამუშოს. იკვლევდა თავსხმა ნალექების, ჭექა-ქუხილის, სეტყვის მოვლენების, ტემპერატურისა და ნალექების კლიმატურ და აეროსინოპტიკურ პირობებს, ამუშავებდა ამ მოვლენების პროგნოზების მეთოდიკას. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უხვი ნალექები დასავლეთ საქართველოში". დაიცვა 1965 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰაერის ტემპერატურის, სიცივისა და სითბოს ტალღების და ატმოსფერული ნალექების თვიური ჯამის პროგნოზირების მეთოდი ამიერკავკასიაში და დაღესტნის ასსრ", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.305-306
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |