Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მერი ხარჩილავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1963 წელს. 1952 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მეტეოროლოგიურ სადგურში; 1964-1967წწ. მუშაობდა სს. ლარა-მედანში მთავარ აგრონომად; 1967-1980წწ. საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1980-1986წწ. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოში უფროს ინჟინერ-აგრომეტეოროლოგად; 1986-1992წწ. ზუგდიდის რაიონის სოფ. კორცხელში აგრონომად; 1992 წლიდან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრო-ეკოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. გამოქვეყნებულ სამეცნიერო შრომებში ძირითადად მოცემულია ნიადაგის პროდუქტიული ტენის მარაგის დამოკიდებულება ზოგიერთ მეტეოროლოგიურ ელემენტზე, აღმოსავლეთ საქართველოს ნიადაგების სხვადასხვა ფენაში პროდუქტიული ტენის მარაგთა შორის კავშირი, საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობის დამოკიდებულება აგრომეტეოროლოგიურ პირობებში და მისი პროგნოზირების შესაძლებლობა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობის დამოკიდებულება აგრომეტეოროლოგიურ პირობებზე და მისი პროგნოზირების შესაძლებლობა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1977 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.306
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |