The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარლენ ეგუტია

მარლენ ეგუტია
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 2019  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე; დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1968 წელს.

1967-1970 წწ. შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში; 1970 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი; მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები როლებიდან აღსანიშნავია: მანასე (კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტა", დადგმა კოტე მარჯანიშვილის. აღადგინა სოფიკო ჭიაურელმა), კალე (გურამ ქართველიშვილის "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", რეჟ. ლევან წულაძე), კრეპი (სამუელ ბეკეტის მიხედვით "კრეპის უკანასკნელი ფირი", რეჟ. ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი), რებე - ისააკ ბაშევის – ზინგერი (ივ ფრიდმანი "ტოიბელე და მისი დემონი", რეჟ. გოგა თავაძე), ბახა ( ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი", რეჟ. არჩილ ჩხარტიშვილი), ჰემონი (ჟან ანუის "ანტიგონე", რეჟ. მიხეილ თუმანიშვილი), დონ კარლოსი (ფრიდრიხ შილერის "დონ კარლოსი", რეჟ. დოდო ალექსიძე), ბენ იოხაი (კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტა", რეჟ. კოტე მარჯანიშვილი, აღადგინა ვერიკო ანჯაფარიძემ), მელენტი კანკია (ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძბა", რეჟ. თემურ ჩხეიძე), მთხრობელი (მონძაემონ ჩიკამაცუს "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე", რეჟ. მედეა კუჭუხიძე), მონტანო (უილიამ შექსპირის "ოტელო", რეჟ. თემურ ჩხეიძე), პოლკოვნიკი (ვალენტინ რასპუტინის "იცოცხლე და გახსოვდეს", რეჟ. ნუგზარ გაჩავა),თომა (გიორგი ნახუცრიშვილის "ნაცარქექია", რეჟ. გოგი თოდაძე), ფარსმან სპარსი (კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატი" , რეჟ. დავით ანდღულაძე), სამუილ პერისი (არტურ მილერის "სეილემის პროცესი", რეჟ. თემურ ჩხეიძე), კრისტიანი (ჟან მარსანის "მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია", რეჟ. დავით დოიაშვილი), პროფესორი, პილატე ( მიხეილ ბულგაკოვის "მორფი", რეჟ. ზაზა სიხარულიძე), ალი (შიო არაგვისპირელის "გიულიჰ", რეჟ. გოგა თავაძე), ტროლი (ჰანს კრისტიან ანდერსენის "თოვლის დედოფალი", რეჟ. ციცინო კობიაშვილი); გადაღებულია ფილმებში: "მალე გაზაფხული მოვა" (1967, რეჟ. ო.აბესაძე), "დათა თუთაშხია" (1978, რეჟ.: გ. ლორთქიფანიძე, გ. გაბესკირია), "გამარჯობა ყველას (ფიროსმანი)" (1980, რეჟ.: გ. ლორთქიფანიძე, ა. დარსაველიძე), "ბიძინა" (1987, რეჟ. თ. კვანტალიანი), "ეტლი შარაგზაზე" (1989, რეჟ. დ. ქვარცხავა), "თამაში" (1990, რეჟ. თ. კვანტალიანი), "უძინართა მზე" (1992, თ. ბაბლუანი), "იავნანა" (1994, რეჟ. ნ. ჯანელიძე), "აქ თენდება" (1998, რეჟ. ზ. ურუშძე), "დოგა-დოგა" (2006, დ. ქვარცხავა), "ომი და ქორწილი" (2010, რეჟ. ზ. კოლელიშვილი), "სიყვარულის ბალადა" (2011, რეჟ. ი. კაკაბაძე). 80 წლის იუბილეზე მსახიობს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: artinfo.ge1tv.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: