შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ ხელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1986 წელს. მუშაობა დაიწყო მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. მის სადისერტაციო ნაშრომში გამოკვლეულია ძირითადი კლიმატური ელემენტების ემპირიულ განაწილებათა მაღალი რიგის მომენტები - დისპერსია, ასიმეტრია და ექსცესი; აგებულია მათი სივრცითი განაწილების ველები და გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილებების ძირითადი კანონზომიერებანი; მოცემულია რეკომენდაციები კლიმატური ელემენტების ემპირიულ განაწილებათა თეორიული ფუნქციებით აპროქსიმაციისათვის. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლიმატური მახასიათებლების ემპირიულ განაწილებათა სტატისტიკური თვისებები საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.307
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |